ჩელსი, ინტერი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ლუკაკუ ინტერში დაბრუნდა

საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ახლა სატრანსფერო სიახლეების დროა. აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ რომელუ ლუკაკუ „ინტერში“ დაბრუნდებოდა. მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბელგიელი თავდამსხმელი „ნერაძურიში“ იჯარის წესით დაბრუნდა.

ცნობილია დეტალებიც. „ინტერს“ ლუკაკუს გამოსყიდვის უფლება არ ექნება, ხოლო მისი 1-წლიანი იჯარა 8 მილიონი ევრო დაჯდა. ამავე რაოდენობის ანაზღაურება ექნება რომელუს „ნერაძურიში“.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი თავდამსხმელი გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიმ“ „ინტერიდან“ 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, თუმცა ახალ „არისტოკრატებს“ ვერ შეეგუა და უკან დაბრუნება ითხოვა.

გასული სეზონის განმავლობაში, ლუკაკუმ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 44-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოგბა და ლუკაკუ - სერია ა-ს დატოვება ყოველთვის კარგი იდეა არ არის
პოგბა და ლუკაკუ - სერია ა-ს დატოვება ყოველთვის კარგი იდეა არ არის