როგორ შეცვალა მშობლიური სოფელი - სადიო მანეს ქველმოქმედება
Aa
Aa

როგორ შეცვალა მშობლიური სოფელი - სადიო მანეს ქველმოქმედება

„ლივერპულის“ ფეხბურთელი, სადიო მანე თავისი ქველმოქმედებითა და თავმდაბლობითაა ცნობილი. სენეგალელი შემტევი მშობლიურ სოფელს, ბამბალის უდიდეს ყურადღებას აქცევს და მის გასავითარებლად ყველაფერს აკეთებს.

მანემ საავადმყოფო ააშენა, რომელიც 455 000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, ხოლო საჯარო სკოლის მშენებლობას 250 000 ევრო მოახმარა. სადიოს დაფინანსებით ბამბალიში ბენზინგასამართი სადგურისა და საფოსტო ოფისის მშენებლობაც მიმდინარეობს.

მანეს სოფელში დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს. იგი თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, 70 ევროს ურიცხავს და მისი დახმარებით, სოფელში 4G ინტერნეტის შეყვანა მოხერხდა. გარდა ამისა, სადიომ ბამბალის სკოლის ფრიადოსან მოსწავლეებს ლეპტოპები და 400-400 დოლარი გადასცა, სოფელში მცხოვრებ ბავშვებს კი სპორტულ ეპიკირებას სისტემატურად ჩუქნის.

საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, სადიო მანე საკუთარ სოფელში დაბრუნდა და ტალახიან მოედანზე, უამრავი გულშემატკივრის თვალწინ ფეხბურთი ითამაშა. სტატიას კი სადიოს მიერ ნათქვამი სიტყვებით დავასრულებთ: „რათ მინდა 10 ფერარი, 20 საათი ან 2 თვითმფრინავი? ურთულესი დრო გამოვიარე. ფეხბურთს ფეხშიშველი ვთამაშობდი და განათლება არ მიმიღია. დღეს კი შემიძლია, ჩემი ხალხისთვის სკოლები და საავადმყოფოები ავაშენო და მათთვის ტანსაცმელი და საკვები ვიყიდო. მირჩევნია, ჩემს ხალხს დავუბრუნო იმის ნაწილი, რაც ცხოვრებამ მომცა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება" - რუსი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა