ტოტენჰემი, ბარსელონა, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

ბარსას შანსი აღარ აქვს? - ტოტენჰემი რაფინიაში 50 მილიონს იხდის

სპორტულ მედიაში რაფინიაზე საკმაოდ ბევრი იწერება. ბრაზილიელ ფეხბურთელს ძირითადად „ბარსელონას“ უკავშირებენ. მეტიც, კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირადი შეთანხმებაც შედგა, მაგრამ პრობლემა რაფინიას სატრანსფერო ღირებულებაა.

„ლიდსი“ თავის მოთამაშეში 50 მილიონ ევროს ითხოვს. აღნიშნული თანხის გადახდა კი ჯერჯერობით ბარსას არ შეუძლია. მეტიც, ამ მომენტისთვის „ბლაუგრანას“ ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირებაც კი არ შეუძლია.

სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ კატალონიელებმა უნდა იჩქარონ, რადგან რაფინიას მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები გამოთქვამენ.

რომანოს ეს სიტყვები ახდა. The Times-ის ინფორმაციით, 25 წლის შემტევის გადაბირება „არსენალს“ და „ტოტენჰემს“ სურს, თუმცა „მეთოფეების“ ვარიანტი თითქმის გამორიცხულია, რადგან რაფინიას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში. აქედან გამომდინარე, „დეზები“ გააქტიურდნენ და „ლიდსის“ მოთხოვნილი 50 მილიონის გადასახდელად მზად არიან.

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს ბოლომდე ენდობა და მის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. გავრცელებული ინფორმაციით, „დეზებს“ ჰარი კეინი არ დატოვებს. იტალიელ სპეციალისტს კი შეტევაში სონი-კეინი-რაფინიას ტრიოს ხილვა სურს. აღნიშნული წყარო წერს, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი „ბარსელონას“ ისევ ელოდება, თუმცა, თუ ლაპორტა არ იაქტიურებს, რაფინია „ტოტენჰემში“ წავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SPORT: ბაიერნს ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი სურს
SPORT: ბაიერნს ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი სურს