ბარსელონა, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

რაფინია და ბარსა შეთანხმდნენ - პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა

ახალი არავისთვის არის, რომ „ბარსელონას“ რაფინიას შეძენა სურს. კატალონიური გრანდი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას „ლიდსის“ შემტევთან. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „ბარსელონამ“ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტთან დეკუსთან ყველაფერი მოაგვარა და ტრანსფერისთვის მზად არის, თუმცა პრობლემას ინგლისური კლუბის მოთხოვნილი თანხაა. „ლიდსს“ საკუთარი მოთამაშის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო სურს..

რომანო იმასაც წერს, რომ ბარსამ უნდა იჩქაროს, რადგან რაფინიასთვის პრემიერ ლიგის კლუბებიც იბრძვიან. მათ შორის „არსენალიც“, თუმცა ოფიციალური შეთავაზება „მეთოფეებს“ ჯერ არ გაუკეთებიათ.

როგორც მოგეხსენებათ, „ბარსელონას“ ახლა ფინანსური კრიზისი აქვს და ახალი თანხების მოძიების პროცესშია. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით რაფინიაში 55 მილიონის გადახდა საკმაოდ რთული იქნება.

რაფინია „ლიდსში“

25 წლის შემტევი ინგლისურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. ორი სეზონის განმავლობაში რაფინიამ „ლიდსი იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 66-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეგმა, რომლის მიხედვითაც ბარსელონა 600 მილიონს იშოვის
გეგმა, რომლის მიხედვითაც ბარსელონა 600 მილიონს იშოვის