მილანი, ჯუნიორ მესიასი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - მილანმა მესიასი და ფლორენცი გამოისყიდა

ჯუნიორ მესიასს კარიერაში ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო პერიოდი აქვს. 31 წლის შემტევი „მილანთან“ ერთად სერია ა-ს ჩემპიონი გახდა. მესიასი „როსონერიში“ „კროტონედან“ იჯარის წესით თამაშობდა. მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობა ფიქრობდა დაეტოვებინა, თუ არა ჯუნიორი გუნდში.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ საკითხთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ვიგებთ, რომ „მილანმა“ და „კროტონემ“ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად „როსონერიმ“ მესიასი 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია. ფაბრიციო ფლორენციზეც წერს. 31 წლის იტალიელიც „მილანში“ დარჩება. „რომა“ კი მის სანაცვლოდ 2.7 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ალესანდრო ფლორენციმ „მილანის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მესიასს, ბრაზილიელმა შემტევმა „როსონერის“ მაისური გასულ სეზონში 32-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუნიორ მესიასი:
ჯუნიორ მესიასი: "ამ გოლს ვუძღვნი ჩემს ოჯახს და ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა"