ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
Aa
Aa

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია 30 წლის გახდა - იუბილეზე ქართული დელეგაციაც იმყოფება

სომხეთის სოფელ წოვაგიუღში სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლის იუბილის აღსანიშნავად მინი ფეხბურთის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელებიც არიან მიწვეულნი

უკვე დასრულდა შეხვედრა სომხეთის ლეგენდების ნაკრებსა და FIFA-ს ნაკრებს შორის ანგარიშით 8:8. ლეგენდების ნაკრებში ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ითამაშეს.

მოგვიანებით უკვე სომხეთის ნაკრები საქართველოს ლეგენდების ნაკრებსაც დაუპირისპირდება, რომელშიც ნუკრი რევიშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი დემეტრაძე, ოთარ მარცვალაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი და სხვა ფეხბურთელები თამაშობენ.

იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქვეყანას ესტუმრნენ FIFA-ს და UEFA-ს პრეზიდენტები, ჯანი ინფანტინო და ალექსანდრ ჩეფერინი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები