ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

კიელინის ახალი გამოწვევა - 37 წლის მცველი MLS-ში ითამაშებს

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვეტერანი მცველი ჯორჯო კიელინი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. 37 წლის მცველმა ''ლოს ანჯელეს გალაქსისთან'' 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯორჯო ამერიკულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

შეგახსენებთ, კიელინიმ ფეხბურთელის კარიერა „ლივორნოში“ დაიწყო. შემდეგ „ფიორენტინასთვის“ თამაშობდა, 2005 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ''იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა. კიელინიმ ''იუვეს'' რიგებში 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. მან სერია ა ცხრაჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ორჯერ დამარცხდა (2014–15, 2016–17).

2004-22 წლებში 37 წლის იტალიელმა მცველმა ეროვნულ გუნდში 117 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ექს-მოთამაშე: „კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც ყველას მოსწონს
ნაპოლის ექს-მოთამაშე: „კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც ყველას მოსწონს"