ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„მთელი ცხოვრებაა სიტის ქომაგი ვარ" - ამბობს ერლინგ ჰოლანდი

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა, ერლინგ ჰოლანდმა „ქალაქელებზე“ ისაუბრა. მანჩესტერელებმა მისი ტრანსფერი ოფიციალურად დღეს დაადასტურეს და ნორვეგიელის თქმით, იგი „ეტიჰად სთედიუმზე“ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

„ინგლისში დავიბადე და მთელი ცხოვრებაა, სიტის გულშემატკივარი ვარ. ამ კლუბის შესახებ ბევრი რამ ვიცი და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ვფიქრობ, პროგრესის მიღწევა და ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება შემიძლია.

ბოლო წლებში სიტის ბევრი მატჩი ვნახე და ვთვლი, რომ ეს კლუბი ყველაზე კარგად შემეფერება. ასე რომ არ იყოს, აქ არ გადმოვიდოდი. ქალაქელთა სტილი, შემტევი ფეხბურთი და სიტიში არსებული პოზიტიური ვაიბი ძალიან მომწონს. ეს სტილი მიყვარს და ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“.

ნორვეგიელი ფეხბურთელი „სიტის“ პირველი ივლისიდან შეუერთდება. მანამდე იგი „დორტმუნდის“ რიგებში ასპარეზობდა, სადაც 89 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 86 გოლია. ჰოლანდმა კლუბს საკუთარი მომავალი 2027 წლამდე დაუკავშირა და ფინანსური დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იწერება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა
„ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა" - მაგარი ისტორია ქეცბაიაზე