ლაუტარო მარტინესი, ალესანდრო ბასტონი
Aa
Aa

ლაუტარო ტოტენჰემის რადარზე - კონტე ინტერის 2 ფეხბურთელს უმიზნებს

''დეილიმეილის'' ცნობით, ლონდონის ''ტოტენჰემის'' მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ლაუტარო მარტინესის გადაბირებით დაინტერესდა. იტალიელმა სპეციალისტმა ყოფილი კლუბიდან ივან პერიშიჩი დაიმატა, ახლა კი მისი სურვილი არგენტინელი თავდამსხმელის თავის გუნდში ხილვაა.

მარტინესი, რომელმაც გასულ სეზონში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 25 გოლი შეაგდო, ''ჩელსისა'' და ''არსენალის'' რადარზეა. მიმდინარე თვის დასაწყისში სამხრეთამერიკელმა თავდამსხმელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ''ინტერის'' დატოვება არ სურს. მიუხედავად ამისა, ''ტოტენჰემი'' ლაუტაროს ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

24 წლის ფორვარდს ''ინტერთან'' კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

კონტე მილანის ''ინტერის'' კიდევ ერთ ფეხბურთელს, 23 წლის ცენტრალურ მცველ ალესანდრო ბასტონის უმიზნებს, თუმცა მას იტალიური კლუბის დატოვება არ სურს, ''ინტერში'' თავს კომფორტულად გრძნობს.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელს ''ინტერთან'' კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში სერია ა-ს 31 მატჩში 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომეუ: „მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 500 მილიონი კლუბს გადაარჩენს
რომეუ: „მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 500 მილიონი კლუბს გადაარჩენს"