პარი სენ ჟერმენი, ლუიშ კამპოსი
Aa
Aa

პსჟ-ს ახალი სპორტული დირექტორის სამიზნეები - შკრინიარი და სკამაკა

„პარი სენ ჟერმენმა“ სახელი მსოფლიო დონის ვარსკვლავების გადაბირებით გაითქვა. ბოლო წლებში საფრანგეთის დედაქალაქის გუნდში ისეთი ფეხბურთელები გადავიდნენ, როგორებიც ნეიმარი, მესი, მბაპე, იკარდი, რამოსი და დონარუმა არიან. ამ ტრანსფერების განხორციელება სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ შეძლო, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ლეონარდოს ადგილზე, ნასერ ალ-ხელაიფიმ ლუის კამპოსი დანიშნა, რომელიც აქტიურად შეუდგა თავის საქმეს. Le Parisien-ის ინფორმაციით, კამპოსი ამ მომენტისთვის ორი ფეხბურთელის შეძენას ცდილობს. საუბარი მილან შკრინიარზე და ჯანლუკა სკამაკაზეა.

სოციალურ ქსელში ამ გადაწყვეტილებას პსჟ-ს ქომაგები უარყოფითად აფასებდნენ, რადგან აღნიშნული ფეხბურთელები ვარსკვლავური სტატუსის არ არიან, მაგრამ თავიანთ საქმეს მაღალ დონეზე ასრულებენ.

ჯანლუკა სკამაკას „სასუოლოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 30 მილიონი ევროა. რაც შეეხება, შკრინიარს, 27 წლის ცენტრალურ მცველს „ინტერთან“ კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს და მისი საბაზრო ღირებულება 65 მილიონი ევროა, თუმცა იმ მიზეზის გამო, რომ მას კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება, პსჟ-მ შესაძლოა გაცილებით იაფად ჩაიგდოს ხელში.

სავარაუდოა, რომ ლუის კამპოსს ორივე ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამისთვის სურს, რადგან თავდასხმაში და დაცვაში ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც მბაპე, იკარდი, მესი, მარკინიოსი, კიმპემბე და სერხიო რამოსი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟოზეს პსჟ-ში მუშაობა არ სურს - მომავალს მხოლოდ რომაში ხედავს
ჟოზეს პსჟ-ში მუშაობა არ სურს - მომავალს მხოლოდ რომაში ხედავს