საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 5:1 გაანადგურა
Aa
Aa

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 5:1 გაანადგურა

საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა და რუსთავის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა. ეს ამ გუნდების ზედიზედ მეორე თამაში იყო და პირველი მატჩისგან განსხვავებით, ქართველებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და 23-ე წუთზე, კარენ დავტიანის გოლით დაწინაურდნენ. ჩვენებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს და 26-ე წუთზე, თავი საბა გოგლიჩიძემ გამოიჩინა. რამდენიმე წამის შემდეგ, დავით გოცირიძემ თემურ გოგნაძის გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, პირველი ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე კი თემურ გოგნაძემ ანგარიში 3:1 გახადა.

მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა. 76-ე წუთზე, თავი გიორგი ხაბულიანმა გამოიჩინა, ხოლო 85-ე წუთზე, მეტოქის კარი ჯადული იობაშვილმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:1.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის 18-წლამდე ნაკრებების პირველი შეხვედრა 3:2 დასრულდა. მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - სწრაფად განვითარებული კონტრ-შეტევა გოლით დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი სომხებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა, მატჩის შემობრუნება მეორე ტაიმის ბოლო 5 წუთში შეძლეს. შეცვლაზე შემოსულმა ლუკა პარკაძემ, ანგარიში 87-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა; 91-ზე პარკაძეს პასით გაბრიელ სიგუამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მესამე და გამარჯვების გოლი ლაშა კალანდაძემ გაიტანა, რომელმაც ლუკა წულუკიძის მიერ შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე