ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ოქტაგონზე დაბრუნება უნდა, მაგრამ მეტოქეს ვერ პოულობს“ – El Espanol-ის სტატია ილიაზე

ესპანური გამოცემა, El Espanol-ი ილია თოფურიას შესახებ სტატიას აქვეყნებს და ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წერს. როგორც მიხვდებოდით, ავტორი პედი პიმბლეტთან და მოვსარ ევლოევთან გამართულ დაპირისპირებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩემთან ჩხუბი არავის სურს“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ. ელ მატადორს UFC-ის ოქტაგონზე დაბრუნება, რაც შეიძლება, სწრაფად სურს, მაგრამ მოწინააღმდეგის პოვნა ძალიან უჭირს. დღეები და კვირები ისე გადის, რომ მისი მომდევნო ბრძოლის ჩანიშვნა არ ხდება, პარალელურად კი ილია სოციალურ ქსელებში აქტიურობს.

თოფურიას განსაკუთრებული ომი პედი პიმბლეტთან აქვს, რომელსაც ლონდონში ყოფნისას ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. მას შემდეგ, მებრძოლებმა „ტვიტერზე“ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაცვალეს. ამჯერად, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა პიმბლეტს უთხრა, რომ თუ კვერცხები აქვს, ილიას ეჩხუბოს, რაზეც ლივერპულელმა ასე უპასუხა: „ძმაო, ყველა იმას ამბობს, რომ ჩემთან ჩხუბი უნდა. როგორ ფიქრობ, მან ის სიბინძურეები მხოლოდ ლონდონში მომხდარი სცენების გამო ილაპარაკა? ეს იმიტომ გააკეთა, რათა ხალხს გაეგო ვინ იყო. სანამ მის თავს ხელის სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი არ მოხვდა, არავინ იცოდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. კამერების გარეშე მთელი კვირის განმავლობაში ვხვდებოდი და არაფერი გაუკეთებია“.

პიმბლეტის სიტყვების შემდეგ, სცენაზე ილია გამოჩნდა. თოფურიამ პედის მამაკაცის სასქესო ორგანოს მ***ელი უწოდა, რასაც ბრიტანელის მორიგი განცხადება მოჰყვა: „მეგობარო. საკმაოდ ჰომოფობიური განცხადებაა არა?! რა ხდება თუ ამას მართლა ვაკეთებ? მერე რას იზამ? შეწყვიტე ცნობადობის მოსაპოვებლად ჩემი სახელის გამოყენება შე პატარა ძუკნა და ჰომოფობი შენს სამშობლოში იყავი“.

ქართველმა მებრძოლმა პიმბლეტის ბრალდებებისგან თავი შორს დაიჭირა და აღნიშნა: „ვიცი, რომ შენ Eres un come pinga (მამაკაცის სასქესო ორგანოს მ***ელი ხარ) და ეს სწორედ ამიტომ ვთქვი. ამის კეთებაში ცუდი არაფერია. პირადად მე, არასდროს გამიკეთებია და არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ შენ შეგიძლია, მისი კეთებით სიამოვნების მიღება განაგრძო“.

თოფურია „ტვიტერზე“ მოვსარ ევლოევსაც დაუპირისპირდა: „მოვსარ, შენ სამარცხვინოდ ჩხუბობ. მსაჯების გადაწყვეტილებით მოგებული მორიგი ბრძოლა ჩხუბის ნაადრევად დასრულების მცდელობის გარეშე. პლუს ამას, ლაპარაკიც არ იცი. შენ კვერცხები არ გაქვს, რომ გამომიწვიო და ახლა ყველა ხედავს როგორ გამირბიხარ! სამარცხვინო“

ბევრი ვარაუდობდა, რომ თოფურიას მომდევნო მეტოქე ევლოევი იქნებოდა, თუმცა რუსი მებრძოლი ელ მატადორთან ჩხუბის ჩანიშვნაზე თავს იკავებს. და როგორც ჩანს, ილიას 12 გამარჯვება და 0 მარცხი UFC-ის ერთზე მეტ მებრძოლს აშინებს“, - წერს El Espanol-ი.

ცნობისთვის, დენ იგესთან გამარჯვების შემდეგ, მოვსარმა განაცხადა, რომ უცნობი მებრძოლების წინააღმდეგ ჩხუბი აღარ სურს და დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებიდან ერთ-ერთთან დაპირისპირება უნდა. ევლოევის განცხადებას სოციალურ ქსელებში MMA-ის ბევრი ქომაგი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ილიასა და მის ჯახს სიამოვნებით იხილავდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მას ღალატი არ სურდა და ამიტომ წავიდა'' - პანაიოტუ ქეცბაიაზე
''მას ღალატი არ სურდა და ამიტომ წავიდა'' - პანაიოტუ ქეცბაიაზე