თემურ ქეცბაია
Aa
Aa

კვიპროსული პრესა: „გადაწყვეტილება მიღებულია, ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს“

თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა და დღეს, დადასტურდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა. Anorthosis24-ის, Kerkida-სა და სხვა კვიპროსული გამოცემების მიხედვით, ფამაგუსტელები ქეცბაიას წასვლას მალე დაადასტურებენ.

გუშინ, თემურსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა და ქართველმა სპეციალისტმა სამწვრთნელო შტაბის წევრების შეცვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. კომპრომისის მისაღწევად საჭირო იყო, რომელიმე მხარეს უკან დაეხია, მაგრამ პოზიციების დათმობა არავინ ისურვა და „ანორთოსისს“ ახალი თავკაცის მოძებნა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისის“ ბოლო სამი წლის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. '

ფამაგუსტელებმა გასული სეზონი უტიტულოდ დაასრულეს, 49 ქულით მე-5 ადგილზე გავიდნენ და ევროსაგზური ვერ მოიპოვეს, რაც წარუმატებელ გამოსვლად შეფასდა, რის გამოც კლუბში ცვლილებების გატარებას გეგმავენ. „ანორთოსისს“ არ სურდა, ქეცბაიას პოსტი დაეტოვებინა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ თემური კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!"