ალექსი
Aa
Aa

გულის ოპერაცია გაიკეთა - ალექსი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

ბრაზილიისა და ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ალექსს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ცნობილი გახდა, რომ ალექსმა გულის შუნტირება გაიკეთა. ამის მიზეზი კი გულის 4 არტერიის ბლოკირება გახდა. ექიმების ინფორმაციით, მისი გადარჩენა სასწაულის ტოლფასია.

ალექსის ყოფილმა კლუბმა „სანტოსმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან ოპერაცია პარასკევს გაიკეთა და ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

„რამდენიმე დღის წინ, ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და გულის არეში ტკივილი ვიგრძენი. დაუყოვნებლივ მივმართე მედიკოსებს და მათ ჩემი გადარჩენა მოახერხეს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მე გულის 4 არტერია მქონდა დაბლოკილი. საავადმყოფოში კიდევ 6 დღე დავრჩები.“

- განაცხადა ალექსმა

შეგახსენებთ, რომ ალექსი სხვადასხვა დროს „ჩელსისა“, „პარი სენ ჟერმენის“, პსვ-ს და „მილანის“ ღირსებას იცავდა. ალექსს ასევე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 17 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. საფეხბურთო კარიერა კი 2016 წელს „როსონერიში“ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა ტალახაძე ევროპის  6-გზის ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე ევროპის 6-გზის ჩემპიონია