ხერარდ პიკე, ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

მორიგი უთანხმოება ბარსაში - კაპიტნებმა ხელფასის შემცირებაზე უარი თქვეს

„ბარსელონას“ კაპიტნები ხელფასების მორიგი შემცირების წინააღმდეგნი არიან.

როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, „ბარსელონამ“ CVC-სთან შეთანხმებაზე უარი თქვა და ეკონომიკური ვითარების სხვა გზით გამოსწორება არჩია, რომლის ერთ-ერთი გზა ფეხბურთელების ხელფასების 50%-იანი კლება არის.

ხელფასის 50%-იანი შემცირება ყველა ფეხბურთელს არ შეეხება. ასეთები არიან იანვარში გუნდში მისული ობამეიანგი, დანი ალვეში და ფერან ტორესი. ასევე, არაუხო, ფატი და პედრი, ფეხბურთელები, რომლებმაც კონ ტრაქტები ახლახან გაახანგრძლივეს.

Diario Sport-ის ცნობით, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარდ პიკე და ხორდი ალბა, რომლებიც გუნდის კაპიტნები არიან, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ გზას. აქამდე ისინი უკვე ორჯერ დათანხმდნენ ხელფასების შემცირებას და მიაჩნიათ, რომ ახლა არ არიან ვალდებულნი, რომ იგივე გაიმეორონ.

იმ შემთხვევაში, თუ „ბარსას“ ხელმძღვანელობა ამ მოთამაშეებს ხელფასის შემცირების მოთხოვნით მიმართავს, ზემოხსენებული ფეხბურთელები უარს იტყვიან, რაც გუნდში გაუგებრობასა და არეულობას გამოიწვევს.

„ბარსას“ ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ რომეუმ ორი დღის წინ ამ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ჩვენი სახელფასო ბიუჯეტი 560 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ბაიერნის - მათ აქვთ 300 მილიონი ევრო, ხოლო მადრიდის რეალს - 400 მილიონი ევრო. თითოეულ მოთამაშესთან ინდივიდუალურად მოვილაპარაკებთ.

გუნდის ვეტერანებთან სიტუაცია კლუბის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ფეხბურთელებთან, რომლებსაც ყველაზე დიდი კონტრაქტები აქვთ“.

როგორც დღეს გაირკვა, ვეტერანები, გუნდის კაპიტნები წინააღმდეგნი არიან, რომ ხელფასები შეიმცირონ. რა გზას გამონახავს კლუბი და როგორ მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე იონგი ბარსას გასაგონად:
დე იონგი ბარსას გასაგონად: "ნაკრების სათამაშო სტილი უფრო შემეფერება"