ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ლებრონმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა - მეფე მილიარდერია

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. Forbes-ის ინფორმაციით, 2021 წელს, „მეფის“ შემოსავალმა 121.2 მილიონი დოლარი შეადგინა და მისმა კაპიტალმა 1 მილიარდს გადააჭარბა.

ჯეიმსი პირველი მოქმედი კალათბურთელი გახდა, რომელიც მილიარდერთა სიაში აღმოჩნდა. ზოგად სურათს რაც შეეხება, ლებრონი მეორე კალათბურთელია, რომლის ქონებამაც 1 მილიარდს გადააჭარბა. აქამდე, ერთადერთი, ვინც ამ წარმატებას მიაღწია, მაიკლ ჯორდანი იყო.

სხვათა შორის, 2014 წელს, GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში „მეფემ“ აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მილიარდერის სტატუსის მოპოვებაა: „აშკარაა, რომ მინდა, ჩემი ბიზნესის მაქსიმალურად გავზარდო და თუ გამომივა და მილიარდერი კალათბურთელი გავხდები, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი NBA-ის 4-გზის ჩემპიონი და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონმა. მისმა „ლეიკერსმა“ რეგულარული სეზონი არც თუ ისე კარგად ჩაატარა და საბოლოოდ, პლეიოფს მიღმა დარჩა, რაც ლებრონის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. „მეფემ“ უმაღლეს დონეზე იასპარეზა და გულშემატკივრების სიმპათიები რამდენიმე შეხვედრაში დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაგვცინიან, ინსინიეს უცნობი კვარაცხელიათი ანაცვლებენ?“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
„დაგვცინიან, ინსინიეს უცნობი კვარაცხელიათი ანაცვლებენ?“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი