ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დაგვცინიან, ინსინიეს უცნობი კვარაცხელიათი ანაცვლებენ?“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ „პარტენოპეის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. იტალიელი უკანახაზელი, რომელიც ნეაპოლურ კლუბში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა, Radio Marte-ს ეწვია და „კვარა“ სწორედ იქ ახსენა.

„დე ლაურენტისი დაგვცინის. ნაპოლის კაპიტანს, ლორენცო ინსინიეს ნაკლებად ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიათი ანაცვლებენ? არ მგონია, ეს გამოვიდეს, თუმცა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია და თუ ამბობენ, რომ ის ძლიერი მოთამაშეა, ორი აზრი არაა, რომ კარგად იასპარეზებს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა, ლუკა მარკეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნეაპოლურმა გრანდმა მთელი იმედები მასზე არ უნდა დაამყაროს: „ბერარდი სასუოლოს დატოვებს და შესაძლოა, ნაპოლი ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. არ შეიძლება ველოდებოდეთ იმას, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლორენცო ინსინიეს შესაცვლელად კარგი ფეხბურთელი იქნება.“

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველი გამოუჩნდა - მამარდაშვილი ესპანური კლუბის რადარზე მოექცა
ახალი მსურველი გამოუჩნდა - მამარდაშვილი ესპანური კლუბის რადარზე მოექცა