ბარსელონა, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

პრობლემები რაფინიას გარშემო - ბარსას მისი ყიდვა გაუჭირდება

კატალონიის „ბარსელონას“ რაფინიას ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რომანოს თქმით, რაფინიასთვის ბარსა პრიორიტეტია, თუმცა მხარეებს შორის ჯერ კიდევ არ ხერხდება შეთანხმება და ამას თავისი მიზეზები აქვს.

„ლიდსი“ თავის ფეხბურთელს 55 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. ეს თანხა „ბლაუგრანასთვის“ მიუღებელია და ნაწილ-ნაწილ გადახდას ითხოვს, რასაც ინგლისელები არ თანხმდებიან.

რეალურად კი ყველაფერი „ბარსელონას“ გადასაწყვეტია. თუ ჩავის გუნდი აღნიშნულ თანხას გადაიხდის, რაფინიას უპრობლემოდ შეიძენს. რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან და ეს კატალონიელებს დამატებით პრობლემას უქმნის.

რაფინია „ლიდსში“

25 წლის ბრაზილიელი ინგლისურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, რაფინიამ „ლიდსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 67-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი 8 ტრანსფერს და 10-12 ფეხბურთელის გაყიდვას ითხოვს
ჩავი 8 ტრანსფერს და 10-12 ფეხბურთელის გაყიდვას ითხოვს