ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

დე იონგი: "მანჩესტერთან შეთანხმება არ არსებობს"

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონას“ დატოვებს და კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

დე იონგი:

„რა თქმა უნდა ვიცი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესის შესახებ, თუმცა კლუბში ჯერ არაფერი უთქვამთ. ხელმძღვანელობა ამ საკითხით არ დაინტერესებულა და აქედან გამომდინარე „იუნაიტედთან“ შეთანხმება არ არსებობს. გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მადარდებს ეს საკითხი.

ჩავის მომავალ სეზონთან დაკავშირებით ვესაუბრე, მაგრამ ეს მხოლოდ ფეხბურთს ეხებოდა და იმას, რაც გუნდს სჭირდება. მქონდა თუ არა კონტაქტი ტენ ჰაგთან? ამაზე არაფერს გეტყვით. ვიმეორებ, კლუბისგან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია და აქედან გამომდინარე შეთანხმება არ არსებობს. „ბარსელონას“ არჩევა არასდროს მინანია, რადგან ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.“

დე იონგი „ბარსელონაში“

25 წლის ნიდერლანდელი კატალონიურ გრანდს 2019 წლის ზაფხულში „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, დე იონგმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 139-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ლევანდოვსკი გასახდელში ბარსელონას სახელს ხშირად ახსენებდა
BILD: ლევანდოვსკი გასახდელში ბარსელონას სახელს ხშირად ახსენებდა