გურამ გიორბელიძე
Aa
Aa

ოფიციალურად: გიორბელიძემ გერმანული კლუბი დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ გიორბელიძემ დრეზდენის ''დინამო'' ოფიციალურად დატოვა. ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის მარცხენა მცველი ავსტრიული ''ვოფლსბერგერის'' საკუთრებაა, მეორე ბუნდესლიგაში იჯარით ერთი სეზონი გაატარა, თუმცა გუნდი რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა და ტრანსფერის გამოსყიდვის საკითხი არ განხილულა.

CrystalSport-ის ცნობით, დიდი ალბათობით გიორბელიძე ავსტრიულ კლუბს დატოვებს. ამ ეტაპზე ახალ გუნდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა ფეხბურთელის ''ვოლფსბერგერიდან'' წასვლის შანსი დიდია. ამ ეტაპზე ზოგადი შინაარსის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შევა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თანამშრომლობის გახანგრძლივება არ განიხილება.

ბოლნისის ''სიონისა'' და გორის ''დილას'' ყოფილი მოთამაშე 2021 წლის აგვისტოდან ''ვოლფსბერგერის'' საკუთრებაა. 2020-21 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში, თასსა და ევროპა ლიგაზე საერთო ჯამში 23 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გასულ სეზონს, მეორე ბუნდესლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მასზე ბევრ კარგს ამბობენ'' - ნაპოლის ლეგენდამ ხვიჩაზე ისაუბრა
''მასზე ბევრ კარგს ამბობენ'' - ნაპოლის ლეგენდამ ხვიჩაზე ისაუბრა