ლაშა პარუნაშვილი
Aa
Aa

ქომაგთა აღიარება - პარუნაშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშეა

''ესბიერგის'' 2021-22 წლების საუკეთესო ფეხბურთელად ლაშა პარუნაშვილი დასახელდა. გამოკითხვაში ქომაგები მონაწილეობდნენ, მათ უპირატესობა ქართველ ნახევარმცველს მიანიჭეს, რომელიც 2017 წლის ზამთრიდან დანიური კლუბის ღირსებას იცავს.

View this post on Instagram

A post shared by EfB (@esbjerg_fb)

პარუნაშვილი 2017 წლიდან ''ესბიერგში'' თამაშობს, დანიის სუპერლიგაში ორი სრული სეზონი ჩაატარა, თუმცა შემდეგ კლუბი მეორე ლიგაში გავარდა, 2021-22 წლების სეზონში კი მესამე ლიგაში დაქვეითდა. CrystalSport-ის ცნობით, 5,5-წლიანი ასპარეზობის შემდეგ 29 წლის საყრდენი დანიურ გუნდთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, შემდეგ სეზონში ახალ გუნდში ვიხილავთ. შესაძლოა, კვლავ დანიის ჩემპიონატში ითამაშოს, სადაც კარგად იცნობენ, ამ ქვეყანაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

პარუნაშვილმა 2021-22 წლების სეზონში დანიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე შესრულება - ყაზაიშვილმა კორეაში გაიტანა
ბრწყინვალე შესრულება - ყაზაიშვილმა კორეაში გაიტანა