ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ბრიტანული მედია: შესაძლოა მამარდაშვილი დე ხეას გრძელვადიანი შემცვლელი იყოს

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა. „წითელ ეშმაკებს“ „ღამურების“ ფინანსური მდგომარეობა აინტერესებდათ და ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხით დაინტერესდნენ.

როგორც ცნობილია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „იუნაიტედს“ დინ ჰენდერსონი დატოვებს და კლუბს მეორე მეკარე აუცილებლად დასჭირდება. ბრიტანული მედია კი ქართველ კიპერზე წერს.

„აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ არნოლდი მამარდაშვილის ტრანსფერშია ჩართული. როგორც ჩანს, დინ ჰენდერსონმა გეზი „ნიუკასლისკენ“ აიღო. გიორგის ყიდვა ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იქნება. დე ხეას კონკურენცია სჭირდება.

ნოემბერში ესპანელ მეკარეს 32 წელი შეუსრულდება, ამიტომ „იუნაიტედს“ შესაძლოა მალე მოუწიოს მის გრძელვადიან შემცვლელზე ფიქრი და ეს შეიძლება მამარდაშვილი იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ის ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობისას მეორე მეკარის სტატუსს დასჯერდება.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგის 2021-22 წლების სეზონის 5 სიურპრიზი - 90min.com-მა მამარდა გამოარჩია
ლა ლიგის 2021-22 წლების სეზონის 5 სიურპრიზი - 90min.com-მა მამარდა გამოარჩია