რონალდინიო, მოჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დეიკი
Aa
Aa

"მე ის მიყვარს" - რონალდინიო ფინალის წინ ვან დეიკზე და სალაჰზე საუბრობს

ლეგენდარულმა რონალდინიომ Sport Bible-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ლივერპულზე“ ისაუბრა. კერძოდ კი ვირჯილ ვან დეიკსა და მოჰამედ სალაჰზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„მე ის მიყვარს. ჩემი აზრით, ის ამ მომენტში საუკეთესო მცველია მსოფლიო ფეხბურთში. მე მის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს და ის საოცარი ფეხბურთელია“.

- ამბობს „გაუჩო“.

რონალდინიომ ასევე მოჰამედ სალაჰიც შეაქო.

„დიახ, ვფიქრობ, რომ სალაჰი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. მე მას რამდენიმე წელია ვიცნობ და თვალს ვადევნებ. ეს არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებაც ნამდვილად მიყვარს. სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი კარიმ ბენზემასთან ერთად ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

კარვახალმა სალაჰის მუქარას უპასუხა

დანიელ კარვახალმა მოჰამედ სალაჰის შურისძიების სურვილზე ისაუბრა.

„არ ვიცი, სურს თუ არა სალაჰს შურისძიება. რა თქმა უნდა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხდები, ყოველთვის გინდა მეორე შანსის მიღება და ამ მეტოქის დამარცხება. იმედი მაქვს, რომ მადრიდის რეალთან მეორე მარცხი სალაჰისთვის მძიმე დარტყმა არ იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ცდილობს საუკეთესოდ დაასრულოს თავისი თავგადასავალი ეროვნულ ლიგაში" - იტალიური პრესა ხვიჩაზე