რომა, ჟოზე მოურინიო, ფეიენოორდი
Aa
Aa

რომა - ფეიენოორდი: მატჩის შემდეგ

კონფერენს ლიგის ფინალის შემდეგ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს:

ჟოზე მოურინიო:

„გასახდელში, ტორინოს 3-0 დამარცხების შემდეგ, ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა: ევროპა ლიგის კვალიფიკაცია მოვიპოვეთ. და დღეს ჩვენ გამოვედით არა სამუშაოდ, არამედ ისტორიის დასაწერად - და ეს გავაკეთეთ.

თავიდანვე ვიგრძენი, რომ კონფერენს ლიგას მოვიგებდით. მატჩები უფრო და უფრო რთულდებოდა, გამარჯვება მოიპოვეს ისეთმა ძლიერმა გუნდებმა, როგორიცაა მარსელი და ფეინოორდი. მაგრამ თასზე ვიყავით ორიენტირებულები და ეს ჩემპიონატში ქულების დაკარგვად დაგვიჯდა.

მე ვრჩები რომაში, ამაში ეჭვი არ მეპარება, რაც არ უნდა თქვან. რომში დარჩენა მინდა. კლუბს ჰყავს შესანიშნავი და პატიოსანი მფლობელები და ეს ამბავი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ პროექტზე მუშაობა და განვსაზღვროთ მომავალი სეზონის განვითარების გეგმა.

ყველა საერთაშორისო თასს აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ მე და ტრაპატონიმ შევძელით 5-ჯერ ევროთასის მოპოვება. თავს მოხუცად ვგრძნობ. გავიმარჯვე 2003, 2015 ან 2016 წლებში, ახლა კი 2022 წელს. ამჯერად ვაპირებ გამარჯვებით ტკბობას და არდადეგებს ჩემს სანაპიროზე“.

არნე სლოტი:

„თამაში ძალიან დაძაბული იყო. თავიდან ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, რომასგან განსხვავებით. მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით მომენტების შექმნა და ეს არ გვახარებდა. ზოგჯერ ფეხბურთელები არ იღებდნენ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ბურთის განკარგვის შესახებ. რომამ გოლის წყალობით დიდი უპირატესობა მიიღო, ყველაფერი გაგვირთულდა.

ფინალში წაგება არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდს შევხვდით. წარსულში ჩვენ ვახერხებდით უკან დახევას და ძლიერი ნებისყოფის მოკრებას, მაგრამ იტალიურ გუნდთან ფინალში ძალიან რთულია შანსის შექმნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი მეტოქე ჟოზე მოურინიოა.

მე არ ვამაყობ ჩვენი თამაშით, ეს არის ძლიერი იმედგაცრუება. გვინდოდა თაი როტერდამში ჩაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“
AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“