მასტერ ლიგა
Aa
Aa

საქველმოქმედო ტურნირი - სექტორ 27 ტურნირის გამარჯვებული გახდა

განახლებულ მზიურს სტადიონზე ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსისა და მასტერ ლიგის ერთობლივი საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირის - Stronger Together - ფინალური შეხვედრა გაიმართა.

სადაც ერთმანეთს აპტოსი და სექტორ 27 უპირისპირდებოდნენ. დაძაბული მატჩი სექტორის 27-ის გამარჯვებით ანგარიშით 2:3 დასრულდა.

ტურნირი მიზნად ისახავდა, საქართველოში იძულებით გადაადგილებული რუსეთ-უკრაინის ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას და პროექტის ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მათ საჭიროებებს.

ტურნირში მონაწილეობდა 8 გუნდი : სექტორი 27; აპტოსი; მასტერ ლიგა; ლისი დეველოპმენტი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია; ზედაზენი; არქი და ანაგი დეველოპმენტი.

საფინალო ღონისძიებაზე თითოეულ მონაწილე გუნდსა და ფეხბურთელს გადაეცათ სამადლობელო სიგელები.

მატჩის დაწყებამდე კი ანსამბლმა რუსთავმა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ღმერთი არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება“ - მე მარადონა ვარ
“ღმერთი არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება“ - მე მარადონა ვარ