Crystalbet ეროვნული ლიგა 2, შევარდენი, დინამო ზუგდიდი
Aa
Aa

დინამო ზუგდიდის პასუხი: ,,უარვყოფ, აბა, არ უარვყოფ, კაცო? რას მელაპარაკები?"

21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის დინამოსა და საფეხბურთო კლუბ თბილისის შევარდენი 1906-ის ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის შესახებ იმსჯელეს.

შევარდენი 1906 და ზუგდიდის დინამო ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ბრალდებით ლიგა 2-დან მე-3 ლიგაში დაქვეითდნენ, ამის გარდა, გუნდები დისკვალიფიცირებულები არიან 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდანაც და დაჯარიმდნენ 10 000 ლარით. ინდივიდუალურად დაჯარიმებულია 14 ფეხბურთელი და მათ ნაწილს ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 ან 6 თვის ვადით აეკრძალა.

დინამო ზუგდიდის პრეზიდენტი, ზაზა ჯანაშია:

„უარვყოფ, აბა, არ უარვყოფ, კაცო, ვერ გავიგე? რას მელაპარაკები?! არ არსებობს მაგნაირი რაღაც, თან, ჩემს კლუბში".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. კომიტეტის გადაწყვეტილების მოქმედება ჩერდება მხოლოდ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების არ გასაჩივრების შემთხვევაში იგი უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

სტატია შეიცავს ტელეკომპანია ფორმულას მასალას

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი
ოზურგეთიდან - თბილისამდე: ,,ტრავმების გამო ფეხბურთის თამაში ამიკრძალეს, მაგრამ არ დავნებდი"