ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

"უცნაური მახასიათებლები აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელია Crystalbet ეროვნულ ლიგაში შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს და უკანასკნელ ტურში „თელავს“ ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ქართველი ტალანტის თითოეულ მატჩს იტალიური მედია ეხმაურება.

გამონაკლისი არც ეს შემთხვევა გახდა. იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიო Radio Kiss Kiss Napoli-ის პოდკასტში კვარაცხელიაზე ისაუბრა:

„კვარაცხელიას უცნაური მახასიათებლები აქვს. როდესაც გაირკვა, რომ ის „ნაპოლიში“ ითამაშებდა, სათამაშო დონე გაზარდა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მისი გამოსვლა ესპანეთის და შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ.

იმედი მაქვს, როდესაც უკეთესი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს და ბევრად კარგი თანაგუნდელები ეყოლება, ისიც უფრო მაგარი გახდება. ასევე იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ტრავმებისკენ მიდრეკილი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში ის „ნაპოლისთვის“ ფუნდამენტური ფეხბურთელი გახდება.“

რამდენიმე დღის წინ, „პარტენოპეის“ დამრიგებელმა ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რა თქვა სპალეტიმ?

''ის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა. ის ერთ-ერთია, ვისაც რთულ ვითარებებში გამოსავლის პოვნა შეუძლია. გადაწყვეტილებების მიღებაში შესანიშნავია, რაც მასში მწვრთნელებს მოსწონთ. კვარაცხელია სწრაფია, ტექნიკურია, შეუძლია გოლების გატანა, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელსაც ნამდვილად შეუძლია სერია ა-ში თავი კარგად წარმოაჩინოს''.

ხვიჩას გოლი „თელავის“ კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარადონას შვილი: „ხვიჩამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“
მარადონას შვილი: „ხვიჩამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“