ზედიზედ მე-3 მარცხი - ლიანა ჯოჯუამ რუს მებრძოლთან წააგო
Aa
Aa

ზედიზედ მე-3 მარცხი - ლიანა ჯოჯუამ რუს მებრძოლთან წააგო

UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა ოქტაგონს დაუბრუნდა და საბრძოლო ორგანიზაცია Ares-ის ეგიდით იჩხუბა. „მგელი“ რუს სპორტსმენს, დარია ჟელეზნიაკოვას დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა - 25:30, 25:30, 27:30.

ქართველ მებრძოლს კარგი სტარტი ჰქონდა და რამდენიმე ეფექტური შეტევა განახორციელა, თუმცა ამის შემდეგ რუსი მებრძოლი დომინირებდა. ჟელეზნიაკოვა როგორც დგომში, ისე პარტერში მეტოქეს ერთი თავით სჯობდა და ლიანას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

პირველ რაუნდში ჯოჯუამ რამდენჯერმე თეიქდაუნის განხორციელება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ჟელეზნიაკოვამ თავი კარგად დაიცვა, რის შემდეგაც პარტერში უპირატესობა თავად მოიპოვა. ამას რამდენიმე დარტყმა დაემატა და საწყისი 5 წუთი მისი დომინაციით წარიმართა. ვითარება არც მეორე და მესამე რაუნდებში შეცვლილა. რუსმა მებრძოლმა ბევრად კარგად იასპარეზა და დამსახურებულად იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ლიანა ჯოჯუამ ზედიზედ მე-3 ბრძოლა წააგო და მის ანგარიშზე 8 მოგება და 6 წაგებაა. ჟელეზნიაკოვას რაც შეეხება, იგი დაუმარცხებელი იყო და მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოჩინოშინის მე-5 მარცხი - თუმცა დადებითი ბალანსი გაფორმებულია
ტოჩინოშინის მე-5 მარცხი - თუმცა დადებითი ბალანსი გაფორმებულია