იუვენტუსი, რომა
Aa
Aa

დიბალა რომაში? - მოურინიომ ტრანსფერი პირადად მოითხოვა

30 ივნისის შემდეგ, პაულო დიბალა თავისუფალი აგენტი ხდება და კარიერის გაგრძელება ნებისმიერ კლუბში შეეძლება. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი შემტევით ყველაზე აქტიურად „ინტერი“ ინტერესდება, თუმცა იტალიური მედიიდან ახალმა ინფორმაციამ გამოჟონა.

Football Italia წერს, რომ დიბალა პირადად ჟოზე მოურინიოს სურს და გუნდის ხელმძღვანელობას მისი გადაბირება მოსთხოვა. პორტუგალიელ სპეციალისტს ნიკოლო ძანიოლოს ჩანაცვლება უნდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ „ჯალოროსიდან“ აბარგებას აპირებს.

პირველ რიგში, რომაული კლუბის ხელმძღვანელობას დიბალას ხელფასის დაკმაყოფილება მოუწევს, რომელიც 15 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. შეძლებს თუ არა ამას „რომას“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, Corriere dello Sport წერს, რომ „ჯალოროსის“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი პაულოს დიდი გულშემატკივარია და მის გადმობირებას პირადად შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, არგენტინელი ფეხბურთელი იუვეს ემოციურად დაემშვიდობა.

რა დაწერა დიბალამ „ინსტაგრამზე“?

„როდესაც აქ გადმოვედი 21 წლის ვიყავი და სწორედ 21-ნომრიან მაისურს ვატარებდი. ამ წლებში მე გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი. საოცარი წლები გამოვიარე. ვისიამოვნე გატანილი გოლებით და გამარჯვებებით. ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ვიმსახურებთ..

მიუხედავად ამისა არასდროს ვნებდებით. დიდი მადლობა ამ გუნდს, რომ მნიშვნელოვანი გოლების გატანის საშუალება მომეცა. აქ განსაკუთრებული თანაგუნდელები გავიცანი. გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ამას არასდროს დავივიწყებ.

ამ პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებლობები გაიზარდა და მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ საუკეთესო გამეკეთებინა. ჩვენ ერთად 7 შესანიშნავი წელი ვიყავით. იყო რთული მომენტებიც.. ყველა მომენტი ჩემს გულში იქნება, რადგან თქვენ მე ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა დამანახეთ. იმედი მაქვს, გარკვეული სიხარულით მოგანიჭეთ. დიდი მადლობა ყველას.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები