ხვიჩა კვარაცხელია, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, იბერია 1999, დინამო თბილისი
Aa
Aa

დინამო თბილისმა sCool Card-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრა დინამო არენაზე შედგა, სადაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, დინამო თბილისმა, მოქმედი ჩემპიონი, დინამო ბათუმი მიიღო (0-0). ტურისა და ზოგადად, ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირება, დიდ ინტერესს იწვევდა და ეს დასწრებაშიც აისახა - დინამო არენაზე 20 000-ზე მეტი მაყურებელი მოვიდა და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დაფიქსირდა, რომელიც აღნიშნულ მატჩამდე, ბათუმს ეკუთვნოდა.

sCool Card-ის გამოყენებით, სკოლის მოსწავლეები დინამო თბილისის ყველა საშინაო მატჩს უფასოდ ესწრებიან. გამონაკლისი არც დინამოების დაპირისპირება ყოფილა, თუმცა გადაწყვეტილებას თან არეულობაც სდევდა - მატჩის მიმდინარეობისას და დასასრულს, ბავშვები მოედანზე შეჭრასა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ.


არსებული რეალობის გათვალისწინებით, დინამო თბილისმა სიახლე გაავრცელა - სკოლის მოსწავლეები sCool Card-ით მატჩებს კვლავ უფასოდ დაესწრებიან, თუმცა შეხვედრას თვალს მხოლოდ კონკრეტული ლოკაციიდან - მეორე იარუსიდან მიადევნებენ, საიდანაც, მოედანზე შეჭრა წარმოუდგენელია.

ხვალ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური აიღებს სტარტს. ტურის პირველი დაპირისპირება დინამო არენაზე, თბილისური დერბი იქნება. მატჩი 19:00 საათიდან დაიწყება, სიახლე კი ძალაში შევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუცაევი: ,,თუ ევროთასებზე ისევ ძველებურად გამოვალთ ჩათვალეთ, იმავე წრეზე ვტრიალებთ
გუცაევი: ,,თუ ევროთასებზე ისევ ძველებურად გამოვალთ ჩათვალეთ, იმავე წრეზე ვტრიალებთ"