ტოჩინოშინი
Aa
Aa

მეტოქე დოჰიოდან გადააგდო - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე მოიგო

ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინი მე-5 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას კოტოშოჰოს შეერკინა და მეტოქე ოშიდაშით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ლევან გორგაძემ ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა და 2:3-ზე გახადა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელსაც ლევანის მსგავსად ბალანსი 2:3-ზე აქვს. რაც შეეხება რიკიშებს შორის ურთიერთშეხვედრებს, ჩიიოშომა დუელს მინიმალური სხვაობით ლიდერობს (3:2).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები