ფრე სლოვაკეთში
ფრე სლოვაკეთში
კვარა ნაპოლის მაისურით
კვარა ნაპოლის მაისურით
სიტიმ ქინქლაძეს დაბადების დღე მიულოცა
სიტიმ ქინქლაძეს დაბადების დღე მიულოცა
ორიჯი მილანის ფეხბურთელია
ორიჯი მილანის ფეხბურთელია
გალტიე პსჟ-ში დაინიშნა
გალტიე პსჟ-ში დაინიშნა
პსჟ-მ პოჩეტინო გაუშვა
პსჟ-მ პოჩეტინო გაუშვა
ვაისმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
ვაისმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
რას გადაწყვეტს რონალდუ
რას გადაწყვეტს რონალდუ
ზუროსი ესპანეთთან მატჩზე
ზუროსი ესპანეთთან მატჩზე
საქართველომ ესპანეთს მოუგო!
საქართველომ ესპანეთს მოუგო!
მალდინის სატრანსფერო სია
მალდინის სატრანსფერო სია
ჩეხმა ჩელსი დატოვა
ჩეხმა ჩელსი დატოვა
ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა
ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა
ნაპოლიმ დაადასტურა - ქართველი სერია A-ში
ნაპოლიმ დაადასტურა - ქართველი სერია A-ში
ჩაკვე სლოვანში მიდის
ჩაკვე სლოვანში მიდის
ხესე და ბერიძე ერთად
ხესე და ბერიძე ერთად
ჰალ სიტი გაძლიერდა
ჰალ სიტი გაძლიერდა
რენატომ პსჟ აირჩია
რენატომ პსჟ აირჩია
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
მასზე ბევრად მეტს უნდა სცოდნოდა - ცალხელა ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
Aa Aa
9 მაისი 2022  |  22:40

მასზე ბევრად მეტს უნდა სცოდნოდა - ცალხელა ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

1960 წლის ოქტომბერში, „დანდალკის“ თავმჯდომარემ ჯიმ მელოუნმა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ აღმოაჩინა ტალანტი, რომელსაც გოლი გოლზე გაჰქონდა. ის იყო მაღალი და ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი, რომელიც ჩრდ.ირლანდიის კლუბ „ნიური თაუნში“ თამაშობდა. ფეხბურთელს ჯიმი ჰესტი ერქვა და მელოუნი მის ტრანსფერს სასწრაფოდ ითხოვდა.

„დანდალკის“ წარმომადგენელი ჰესტის თამაშის სანახავად წავიდა. ის მართლაც ბრწყინვალედ თამაშობდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ერთი ხელი ჰქონდა. სწორად წაიკითხეთ, დიახ, მას მხოლოდ ერთი ხელი ჰქონდა.

მელოუნს ხელმძღვანელობა უარს თითქმის არაფერზე ეუბნებოდა, მაგრამ ჯიმი ჰესტის შემთხვევაში ასე არ მოხდა. კლუბმა უარი განაცხადა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მელოუნმა პირადად აწარმოა მოლაპარაკება და ფული ჩუმად გადაიხადა.

60 წლის შემდეგაც კი ტრიალებს რეკლამები ჰესტისა და მისი ოჯახის შესახებ. რეკლამაში ცალხელა ფეხბურთელზე ყვებიან. ხშირად იმეორებენ, რომ ეს რაღაც დიდ და ლამაზ ზღაპარს ჰგავდა.

„დანდალკის“ ხელმძღვანელობა აღფრთოვანებული არ იყო, თუმცა მელოუნს მისი სჯეროდა. ჩვენ არ ვიცოდით რას ველოდებოდით ან რა მოხდებოდა.“

- იხსენებს ჯონ მერფი, რომელიც „დანდალკს“ 60-იან წლებში ხელმძღვანელობდა.

1960 წლის 20 ნოემბერს ჰესტის დებიუტი „კორკ სელტიკის“ წინააღმდეგ შედგა. სტადიონი მთლიანად გაივსო და გულშემატკივრები დებიუტანტს გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს. ასეთი ინტერესი „დანდალკის“ არცერთ თამაშზე არ ყოფილა.

„ჰესტიმ 1 გოლი გაიტანა. მისი საფეხბურთო უნარებით ყველა გაოგნებული იყო. ის არ იყო უბრალოდ გოლის გამტანი. ის იყო ყველა შეტევის გენერალი და თანაგუნდელებს საოცარი პასებით ამარაგებდა“

- წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში

მელოუნის რწმენა გამართლდა. ჯიმს გოლის შესანიშნავი ალღო ჰქონდა და ორივე ფეხით სტაბილურად თამაშობდა. ასე დაიწყო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შეუმჩნეველი მოთამაშის მეფობა. კაცი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბიოლოგიას და თანაგუნდელებს შთააგონებდა.. ჰესტი სპორტულ ისტორიას შეეხო - შემდეგ კი, ერთ ცივ დილას ბელფასტში, ისტორიის განსხვავებული, ავთვისებიანი რკალი გახდა.

ჰესტი 1936 წელს სეილორთაუნში დაიბადა. 10 წლით ადრე, ვიდრე კიდევ ერთი საოცრება ჯორჯ ბესტი. ჯიმიმ 14 წლის ასაკში ადგილობრივ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. სამუშაო მანქანაში ხელი ჩაყვა, რასაც საბოლოოდ ამპუტაცია მოყვა.

„იოლი არ არის იყო ფეხბურთელი, რომელსაც ხელი არ აქვს. სირბილის დროს ეს მას უპირატესობას აძლევდა. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით ჰესტით.“

- იხსენებს მისი თანაგუნდელი ფრენსი კალანი

ჰესტის უამრავი გოლი გაჰქონდა და „დანდალკი“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მის სანახავად უამრავი გულშემატკივარი მოდიოდა და სტადიონი გამუდმებით სავსე იყო. ჯიმი ასევე კარგი პიროვნებაც იყო. ყველასთან მეგობრობდა და ავტოგრაფების გაცემა არასდროს ეზარებოდა.

ჯიმი ჰესტის ხშირად ტრავმები აწუხებდა, თუმცა 6 სეზონის განმავლობაში 103 გოლის გატანა მაინც მოახერხა. 1963 წელს „დანდალკი“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ ირლანდიის ჩემპიონი გახდა.

იმ პერიოდში გაჩნდა ცნობები, რომ ჰესტის გადაბირება „ნოტინგემ ფორესტს“ სურდა, თუმცა მისი ხელი პრობლემას ქმნიდა.

„მას მძიმე ინვალიდად აღიქვამდნენ“

- ამბობს დეზ ქეისი, რომელიც იმ დროს „დანდალკის“ ადმინისტრატორი იყო და შემდეგ უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

1967 წელს ჰესტიმ კარიერა დაასრულა. პრობლემები ბელფასტში დაიწყო, სადაც ბავშვობის სიყვარულზე დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. სამუშაო კი ადგილობრივ ტოტალიზატორში იშოვა.

1974 წლის 11 ოქტომბერს, 38 წლის ჰესტი სამსახურში მიდიოდა. ბროჰემის ქუჩაზე მანქანა გაჩერდა, საიდანაც უცნობი მამაკაცი გადმოვიდა და ჯიმის ცეცხლი გაუხსნა. ყოფილ ფეხბურთელს 3 ტყვია მოხვდა ზურგში. თვითმხილველების თქმით ის ადგილზე გარდაიცვალა.

ეს იყო სექტანტური მკვლელობა, რომელიც პროტესტანტულ სამოქმედო ჯგუფს მიეკუთვნებოდა. ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. აღნიშნული დაჯგუფების მსხვერპლთა სიაში ჰესტი 1205-ეა.

„ისინი კათოლიკურ საზოგადოებაში შიშს თესავდნენ. ცნობილ ადამიანებს ხოცავდნენ და ძალიან კარგად იცოდნენ რას აკეთებდნენ. ეს ერთგვარი შეტყობინება გახლდათ, რომ ყველანი სამიზნეები ვიყავით.“

- თქვა ჰესტის შვილმა, რომელიც იმ დროს სულ რაღაც 2 წლის იყო.

მკვლელობამ ჰესტის ოჯახი გაანადგურა და გააღატაკა. ქალაქში ყველა ტიროდა და გლოვობდა. გაიმართა საქველმოქმედო მატჩი, რათა ოჯახისთვის საჭირო სახსრები შეგროვებულიყო.

ჯიმი ჰესტის სიცოცხლის უკანასკნელი წამები მარტოობაში არ გაუტარებია. როდესაც ის დაეცა, მასთან გულშემატკივარი მივიდა, აკოცა, ჩაეხუტა და მისი დამშვიდება სცადა. „დანდალკის“ ვარსკვლავმა უკანასკნელად სწორედ თავისი ერთგული ქომაგი იხილა..

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო