Crystalbet ეროვნული ლიგა, იბერია 1999, ტორპედო
Aa
Aa

ტორპედოს ზედიზედ მე-4 მარცხი - საბურთალომ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა

„Crystalbet ეროვნული ლიგის“ მე-12 ტურის მეორე მატჩი ქუთაისში შედგა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

ქუთაისელები შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდნენ, რამაც თამაშის მიმდინარეობაზე თავისი გავლენა მოახდინა, თუმცა მატჩი მაინც დაძაბული გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ თბილისელები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, „ტორპედომ“ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი მაინც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 86-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა და „საბურთალოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ტორპედო 0:1 საბურთალო

თავისმხრივ, ქუთაისურმა კლუბმა კი ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო და გათამაშებაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა.

12 ტურის შემდეგ „საბურთალო“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, „ტორპედო“ კი 11 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-8 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუცაევი: ,,თუ ევროთასებზე ისევ ძველებურად გამოვალთ ჩათვალეთ, იმავე წრეზე ვტრიალებთ
გუცაევი: ,,თუ ევროთასებზე ისევ ძველებურად გამოვალთ ჩათვალეთ, იმავე წრეზე ვტრიალებთ"