10-გოლიანი სუპერმატჩი - თბილისის დინამომ სიონი 7:3 დაამარცხა
Aa
Aa

10-გოლიანი სუპერმატჩი - თბილისის დინამომ სიონი 7:3 დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბოლნისის ''სიონი'' ''თამაზ სტეფანიაზე'' თბილისის ''დინამოსთან'' 3:7 დამარცხდა.

მე-4 წუთზე ნიკა მალის პასით სტანისლავ ბილენკიმ ანგარიში გახსნა. მე-18 წუთზე ბილენკის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ უსმანე კამარამ ანგარიში ორამდე გაზარდა - 0:2.

უჩა სოსიაშვილის გუნდმა სამწუთიან მონაკვეთში გაათანაბრა, 21-ე წუთზე ნიკა ხორხელმა მოისწრაფიშვილს ორთაბრძოლა მოუგო და ანგარიში შეამცირა. 24-ე წუთზე ნიკა ხორხელის ძმა, ლუკა ხორხელი მეკარესთან პირისპირ გავიდა, უგრხელიძის გადაცემა გოლად აქცია - 2:2.

34-ე წუთზე ბილენკიმ ლამაზი გოლი შეაგდო, უკრაინელმა დუბლი შეასრულა, 41-ე წუთზე კი ნიკა მალიმ მეორე საგოლე პასი შეასრულა, გაბედავამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა - 2:4.

მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილის პასის შემდეგ საიმონ ბენიომ ანგარიში გაზარდა - 2:5. ორ წუთში ლუკა ხორხელის პასს თომა ტაბატაძის გოლი მოჰყვა - 3:5. 57-ე წუთზე საგოლე პასი ლევან ხარაბაძემ გაიტანა, ამჯერად გოლი ოსეი ბარნსის ანგარიშზეა - 3:6.

მატჩის საბოლოო ანგარიში მეორე დამატებულ წუთზე დაფიქსირდა, თორნიკე კირკიტაძის პასით სტანისლავ ბილენკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა - 3:7.

თბილისის ''დინამოს'' ანგარიშზე 12 მატჩში 22 ქულაა, გორის ''დილას'' გაუთანაბრდა, რომელიც დღეს ლიდერ ბათუმის ''დინამოს'' სტუმრად დაუპირისპირდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში გორული კლუბი გალიდერდება, რადგან ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ვალენსიამ ახალი კონტრაქტი სწრაფად უნდა გაუფორმოს'' - ორტიზი მამარდაზე
''ვალენსიამ ახალი კონტრაქტი სწრაფად უნდა გაუფორმოს'' - ორტიზი მამარდაზე