ნიკა გაგნიძე, გიორგი არაბიძე, ნიკა სანდოხაძე
Aa
Aa

ნიკა გაგნიძის ლამაზი გოლი | ტორპედომ და დილამ ქულები გაიყვეს

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც „დილა“ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოვიდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს, „დილამ“ ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი შოთა შეყილაძემ დააწინაურა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო, მისი გოლი გაუქმდა. რამდენიმე წამში, თავი ნიკა სანდოხაძემ გამოიჩინა და გიორგი არაბიძის ჩაწოდების შემდეგ, გორელთა კარი თავური დარტყმით აიღო.

„ტორპედომ“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 61-ე წუთზე, ნიკა გაგნიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში იმერლებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, გოლის გატანა „დილას“ ფეხბურთელებსაც შეეძლოთ, მაგრამ ტაბლოზე არაფერი შეცვლილა.

„დილასა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირებამდე „გაგრასა“ და „სამტრედიას“ შეხვედრა ვიხილეთ. ვლადიმერ ხაჩიძის ბიჭებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და 2:1 იმარჯვეს. მატჩში ანგარიში გიორგი პაპუაშვილმა მე-14 წუთზე გახსნა. 52-ე წუთზე ლევან ხმალაძემ პენალტი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, გადამწყვეტი ბურთი კი ზაზა ციცქიშვილმა შეაგდო.

ფოტო: ტორპედოს ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი შეცდომა გამოვასწორეთ, მაგრამ...“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძის წითელზე
„ერთი შეცდომა გამოვასწორეთ, მაგრამ...“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძის წითელზე