ეროვნული ლიგა, დინამო ბათუმი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, დინამო თბილისი, დინამო არენა
Aa
Aa

რა დახვდება დინამოების მატჩზე, დინამო არენაზე მისულ გულშემატკივარს

3 მაისს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე შედგება, სადაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, დინამო თბილისი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, დინამო ბათუმს უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათიდანაა ჩანიშნული.

დინამო არენაზე მისულ გულშემატკივარს ადგილზე გემრიელი სერვისი დახვდება: მათ შორის,გამაგრილებელი სასმელები, სნექები და სხვადასხვა ტიპის საკვები. ამასთან ერთად, სტადიონზე  გამომცემლობა ,,ინტელექტის"  სტენდი მოეწყობა, სადაც ფეხბურთელების ავტობიოგრაფიულ წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება.


მატჩის დღეს სალაროები 11:00 საათიდან იმუშავებს. შეხვედრაზე დასწრებას 2-5 ლარად შეძლებთ, სკოლის მოსწავლეები კი შეხვედრას უფასოდ დაესწრებიან. მნიშვნელოვანია მოსწავლის ბარათის ქონა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მატჩზე დასასწრები 9 000 ბილეთზე მეტია გაყიდული.

(ბილეთების ყიდვა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მურთაზ ხურცილავა: ,,კონტრაქტს რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო მთავაზობდა
მურთაზ ხურცილავა: ,,კონტრაქტს რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო მთავაზობდა"