ჩელსი, ანტონიო რუდიგერი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

4-წლიანი კონტრაქტი და 11 მილიონით ნაკლები - რელი და რუდიგერი შეთანხმდნენ

ანტონიო რუდიგერი მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალს“ შეუერთდება. ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანელი მცველი წლიურად ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს. რუდიგერი ასევე მიიღებს კონტრაქტზე ხელმოწერის ბონუსსაც, რომელიც 8 მილიონი ევრო იქნება. რომელიც ნაწილებად, ყოველწლიურად 2-2 მილიონის სახით დაერიცხება.

29 წლის რუდიგერი თეთრი მაისურით 4 წლის განმავლობაში ითამაშებს და ჯამში 44 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს 11 მილიონით ნაკლებია იმაზე, რასაც თავდაპირველად ფეხბურთელი ითხოვდა.

გარდა ამისა, მადრიდული კლუბი 15 მილიონ ევროს საკომისიოს რუდიგერის აგენტს გადაუხდის, რომელმაც მისი „ჩელსიდან“ უფასო ტრანსფერი უზრუნველყო.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჯამში 2026 წლამდე მადრიდის „რეალს“ ანტონიო რუდიგერის ტრანსფერი 59 მილიონი ევრო დაუჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკის ტრანსფერი: ახალი დეტალები - რა სტადიაზეა მოლაპარაკებები
ლევანდოვსკის ტრანსფერი: ახალი დეტალები - რა სტადიაზეა მოლაპარაკებები