ნაპოლი, სერია ა, ხვიჩა კვარაცხელია, დინამო ბათუმი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
Aa
Aa

ბენზემას შემდეგ Transfermarkt-ზე ყველაზე ხშირად კვარაცხელია იძებნება

ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლური რადიო Kiss Kiss-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ კლუბში ხვიჩას ტრანსფერი დახურულია და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი იტალიური კლუბის რიგებში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ითამაშებს:

„იმედი მაქვს, ხმაურიანი ტრანსფერი გავაკეთე. დიახ, ის ნამდვილად ნაპოლის ფეხბურთელია და აქ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. ანაზღაურების სახით სეზონში დაახლოებით 1.5 ევროს მიიღებს".

ნეაპოლში ხვიჩას მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გასული დღის შემდეგ გაღვივდა, როდესაც ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა იტალიურ მედიას დაუდასტურეს. ბოლო 24 საათში, სამენეჯერო-სააგენტო - Transfermarkt-ზე, ქარიმ ბენზემას შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძებნადი ფეხბურთელია.

ნაპოლიმდე კი, ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმის რიგებში ირიცხება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტს აჭარულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით აკავშირებს. კვარაცხელიას დებიუტი დინამო ბათუმის რიგებში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში შედგა.

ამ დრომდე ხვიჩამ დინამო ბათუმის მაისური 4-ჯერ მოირგო და 3 შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მთავრობამ 100 მილიონი ლარი გამოყო
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მთავრობამ 100 მილიონი ლარი გამოყო