ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

რეალი და რუდიგერი ერთმანეთს კვლავ დაუკავშირდნენ

ანტონიო რუდიგერის გარემოცვა მადრიდის „რეალს“ ისევ დაუკავშირდა.

„რეალისა“ და „ჩელსის“ მატჩის შემდეგ, მხარეებს შორის ინტერესი განახლდა. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერით დაინტერესებული ორივე მხარეა.

Marca-ს ცნობით, ანტონიო რუდიგერს მადრიდელები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებენ, თუ გერმანელი მათ პირობებს დათანხმდება.

29 წლის რუდიგერი ამჟამად 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას და ამ დროის განმავლობაში 55 მილიონის მიღებას ითხოვს, რაზეც უარს პრაქტიკულად ყველა კლუბი ამბობს.

ბარსა რუდიგერს იყენებდა, რათა არაუხოზე ზეწოლა მოეხდინა

Sport-ის ცნობით, „ბარსა“ თადარიგს იჭერდა, თუ არაუხო კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებოდა. პარალელურად კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე (ზაფხულიდან) ანტონიო რუდიგერთან მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ურუგვაელი „ბლაუგრანას“ პირობებს დათანხმდა, გერმანელი უკანახაზელის ტრანსფერი გამოირიცხა.

ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ „ბარსა“ რუდიგერს იყენებდა, რათა არაუხოზე ზეწოლა მოეხდინა. საბოლოოდ, ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც მათ სურდათ.

ამ ყველაფრის შემდეგ, გერმანელი მცველი კვლავ მადრიდის „რეალს“ დაუკავშირდა, რომელთანაც მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინაც ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანლუკა დი მარციო: „კვარაცხელიას ტრანსფერი დახურულია“
ჯანლუკა დი მარციო: „კვარაცხელიას ტრანსფერი დახურულია“