სკანდალი კიევის დინამოში - ერთ-ერთი ფეხბურთელის მამა ტერორისტი აღმოჩნდა
Aa
Aa

სკანდალი კიევის დინამოში - ერთ-ერთი ფეხბურთელის მამა ტერორისტი აღმოჩნდა

კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელის, არტურ უვაროვის მამა ტერორისტული დაჯგუფება LPR-ის (სახალხო საბჭოს კომიტეტი) წევრი აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფება უკრაინის საწინააღმდეგო მოქმედებებში იღებს მონაწილეობას.

„დილით, კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა დამალა ინფორმაცია, რომ ის არის უკრაინის მტრის შვილი. მამამისი არის მაქსიმ უვაროვი, რომელიც ორგანიზაცია LPR-ის წევრი. ის არის უკრაინის მტრების სიაში, რომლის მონაცემებიც განთავსებულა ეროვნული უსაფრთხოების ვებ-გვერდზე.

ჩვენ არ ვაღიარებთ „სტალინურ მეთოდებს“, რომელიც ნიშნავს, რომ შვილი პასუხისმგებელია მამის ცოდვებზე, თუმცა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელს ჰკითხეს, იცოდა თუ არა მამის ამ ორგანიზაციაში წევრობის შესახებ, რაც მან მაშინვე დაგვიდასტურა. კლუბი აღშფოთებულია როგორც ფეხბურთელის, ისე მისი ოჯახის საქციელით და გადაწყვიტა, რომ მასთან კონტრაქტი დაუყონებლივ გაეწყვიტა.

დინამო ოფიციალურად აცხადებს, რომ კლუბში არ არის უკრაინის დამოუკიდებლობის, ერთიანობის და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგის ადგილი!“ - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განაცხადს მიღმა - რატომ ვერ მიდის ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონატზე
განაცხადს მიღმა - რატომ ვერ მიდის ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონატზე