უკრაინის მოქალაქეები ბათუმის დინამოს თამაშებს უფასოდ დაესწრებიან
Aa
Aa

უკრაინის მოქალაქეები ბათუმის დინამოს თამაშებს უფასოდ დაესწრებიან

უკრაინის მოქალაქეები Crystalbet ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ მატჩებს უფასოდ დაესწრებიან. ინფორმაცია ბათუმური კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით  გუნდის მომავალ საშინაო მატჩებზე დასწრებას უკრაინის მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

ძვირფასო უკრაინელებო, სტადიონის სალაროებში უკრაინის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, მატჩზე დასასწრები ბილეთი უსასყიდლოდ გადმოგეცემათ

აღნიშნული ინიციატივით გვსურს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი თქვენდამი სოლიდარობა და გვჯერა, რომ  ჩვენს საოცარ არენაზე მიღებული ემოციები მცირედით მაინც გააფერადებს თქვენს ყოვედღიურ ფიქრებს.

პატივისცემით, დინამო ბათუმის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბათუმის დინამოს ფეხბურთელია
ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბათუმის დინამოს ფეხბურთელია