,,ტრავმა განზრახ მიაყენა
Aa
Aa

,,ტრავმა განზრახ მიაყენა" - ფეხბურთის ფედერაციამ სამგურალის ფეხბურთელი დასაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩის ინციდენტის შესახებ იმსჯელა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამგურალსა და ბათუმის დინამოს თამაშის მიმდინარეობისას სამგურალის მცველმა, დავით მაისაშვილმა განზრახ მიაყენა ტრავმა ბათუმელ ფეხბურთელებს: ვლადიმერ მამუჩაშვილსა და გრიგოლ ჩაბრაძეს.

მატჩის ვიდეო-ჩანაწერის განხილვის შემდეგ, საშეჯიბრო განყოფილებამ სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტს მიმართა. ინციდენტის განხილვის შედეგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავით მაისაშვილს ჯარიმის სახით სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა.

ინფორმაციას საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ჩემთვის ჩემს შვილთან მუშაობა სასიამოვნო არ არის
,,ჩემთვის ჩემს შვილთან მუშაობა სასიამოვნო არ არის", - გიორგი ჭიაბრიშვილი მიზეზებზე