ტოჩინოშინის გამარჯვება ნაცნობ მეტოქესთან - ერთი ნაბიჯი დადებით ბალანსამდე
Aa
Aa

ტოჩინოშინის გამარჯვება ნაცნობ მეტოქესთან - ერთი ნაბიჯი დადებით ბალანსამდე

იაპონიის ქალაქ ოსაკაში „ჰარუ ბაშო მიმდინარეობს. ტურნირის მე-10 დღეს, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე მაყურებლების წინაშე პირველი წარდგა და დოჰიოზე ნაცნობი მეტოქის, კაისეის წინააღმდეგ გავიდა. ჩვენებურმა ფალავანმა საკუთარი უპირატესობები შესანიშნავად გამოიყენა, ტაჩიაის შემდეგ, მავაშის აღება მაოხერხა და კაისეი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

ცნობისთვის, „ჰარუ ბაშოს“ მე-11 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის წინააღმდეგ იასპარეზებს, რომელიც მე-11 მაეგაშირა გახლავთ. ამ უკანასკნელს „ტოჩი“ 7-ჯერ შეხვედრია და მეტოქე 3-ჯერ დაუმარცხებია, ბოლო 3-დან კი 2-ჯერ იმარჯვა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, გორგაძეს 7 მოგება და 3 წაგება აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ერთი მოგებაღა აკლია.

შეგახსენებთ, რომ გასული სუპერტურნირი ტოჩინოშინმა 7 მოგებითა და 8 წაგებით დაასრულა. ქართველი სეკიტორი „ჰარუ ბაშოზეც“ იმავე წოდებით გამოდის და კვლავ დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუბინიდან კარგ მოსკოვურ კლუბშიც შეეძლო წასვლა და ევროპაშიც“ - კავაზაშვილი ხვიჩაზე
„რუბინიდან კარგ მოსკოვურ კლუბშიც შეეძლო წასვლა და ევროპაშიც“ - კავაზაშვილი ხვიჩაზე