შოთა არველაძე, კაკა, მაკელელე - საქველმოქმედო მატჩი რეინჯერსის იუბილეზე
Aa
Aa

შოთა არველაძე, კაკა, მაკელელე - საქველმოქმედო მატჩი რეინჯერსის იუბილეზე

კაკა, კარლოსი, ჟულიო სეზარი, აბიდალი, პირესი, კორდობა, მაქსველი, დევიდ ჯეიმსი, მიჩელ სალგადო, როი მაკაი, კარამბეუ, მიატოვიჩი, მაკელელე, ქუარეჟმა, ნუნუ გომეში, ბოსინგვა და ფიგუ - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც გლაზგოში ამხანაგურ საქველმოქმედო მატჩში ითამაშებენ.

აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას ლუიშ ფიგუ და გლაზგოს „რეინჯერსი“ უწევენ. მატჩი 26 მარტს იგეგმება. „აიბროქსის“ სტადიონი შაბათს ლეგენდების გახდება და ყოფილი ბრწყინვალე ფეხბურთელები ერთმანეთს შოტლანდიური კლუბის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს ლეგენდების გუნდის კაპიტანი ფიგუ იქნება, ხოლო „რეინჯერსს“ შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ვან  ბრონკჰორსტი უხელმძღვანელებს. ბილეთებიდან გაყიდული თანხა სპეციალურად შერჩეულ ორგანიზაციას გადაერიცხება. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გლაზგოური კლუბის რიგებში ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელი და ამჟამად ინგლისური „ჰალ სიტის“ დამრიგებელი შოთა არველაძე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ არველაძე „რეინჯერსში“ 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში შოთამ შოტლანდიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 132-ჯერ მოირგო და 57 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები