კვირკველია: ''სროლამ გამაღვიძა, მივხვდი, ომი დაწყებული იყო''
Aa
Aa

კვირკველია: ''სროლამ გამაღვიძა, მივხვდი, ომი დაწყებული იყო''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ხარკოვის ''მეტალისტ 1925''-ის მცველი საბა კვირკველია უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ ხარკოვიდან ქალაქ პოლტავაში გადავიდა. მოთამაშემ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ პოლტავაში სიმშვიდეა, ამ ქალაქში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს.

''დილის 6 საათზე სროლის ხმამ გამაღვიძა. აივანზე გავედი, ცა წითელი იყო. მივხვდი, რომ საზღვარზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ომი დაწყებული იყო. მაშინვე ბარგი ჩავალაგე და პოლტავაში წამოვედი, სადაც ჩემი მეგობრები არიან. აქ კარგი სიტუაციაა, სიმშვიდეა. თავიდან კიევში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ კიევზე კარგი სიტუაცია პოლტავაშია. შეიძლება, ახლა კიევში შევიდნენ. ხარკოვიდან 200 კილომეტრის დაშორებაზე ვარ, აქ სიმშვიდეა''.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან დიდი თანხაა
„ეს ძალიან დიდი თანხაა" - BILD ჩაკვეტაძის ჰამბურგში დარჩენის შანსებზე წერს