მანდანდასთან ერთად - კონფერენს ლიგამ გუგეშაშვილის ''სეივი'' გამოარჩია
Aa
Aa

მანდანდასთან ერთად - კონფერენს ლიგამ გუგეშაშვილის ''სეივი'' გამოარჩია

UEFA-ს კონფერენს ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ''მარსელმა'' აზერბაიჯანული ''ყარაბაღი'' 3:1 დაამარცხა. სტუმართა სასტარტოში ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა 90 წუთი ითამაშა.

პირველ ტაიმში არკადიუშ მილიკმა დუბლი შეასრულა. 85-ე წუთზე კადიმ ანგარიში შეამცირა. მეორე დამატებულ წუთზე დიმიტრი პაიემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლუკა გუგეშაშვილმა 5 ''სეივი'' შეასრულა. მან 23 გადაცემა შეასრულა და მათგან 16 (70 პროცენტი) ზუსტი იყო, 7 - არაზუსტი. მან შეცდომები პირველი და მესამე გოლისას დაუშვა, როცა გამოსვლაზე ცუდად ითამაშა. მეორეს მხრივ, 5 ''სეივი'' შეასრულა, კარის ხაზზე ძალიან კარგად მოქმედებდა.

UEFA-ს კონფერენს ლიგის ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში კვირის ხუთი საუკეთესო ''სეივი'' გამოაქვეყნა. სტივ მანდანდას (''მარსელი''), დანიელ პერეცის (თელ-ავივის ''მაქაბი''), პაულ გარტლერისა (ვენის ''რაპიდი'') და ალექსანდრ პოპოვიჩის (ბელგრადის ''პარტიზანი'') გვერდით 22 წლის ქართველი მეკარეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ძალიან მაგარი რეაქცია გამოავლინა, როცა სენეგალელ პაპე გეიეს დარტყმა მოიგერია.

Sofascore-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 7,2 დაუწერა, რაც ''ყარაბაღში'' ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, 23 წლის მეკარე მხოლოდ ბრაზილიელ კადისსა (7,4) და პატრიკ ანდრადეს (8,4) ჩამორჩა.

''ყარაბაღისა'' და ''მარსელის'' საპასუხო შეხვედრა ბაქოში 24 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''შახტარმა მილიონად მიყიდა, ტრავმები რუსეთში დამეწყო'' - ''ოქრიმ'' ძველი ამბები გაიხსენა
''შახტარმა მილიონად მიყიდა, ტრავმები რუსეთში დამეწყო'' - ''ოქრიმ'' ძველი ამბები გაიხსენა