მილიკის დუბლი გუგეშაშვილის კარში - მარსელმა ყარაბაღი დაამარცხა
Aa
Aa

მილიკის დუბლი გუგეშაშვილის კარში - მარსელმა ყარაბაღი დაამარცხა

კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში მარსელმა აზერბაიჯანულ ყარაბაღს უმასპინძლა. შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და მასპინძლების სასარგებლოდ, ანგარიშით - 3-1 დასრულდა.

ყარაბაღის სასტარტო შემადგენლობაში იყო ლუკა გუგეშაშვილი, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა.

მარსელმა ქართველი მეკარის კარი პირველი ტაიმის 3-წუთიან მონაკვეთში აიღო. 41-ე და 43-ე წუთებზე გუგეშაშვილს არკადიუშ მილიკმა გაუტანა და შედეგად, მარსელმა პოლონელი თავდამსხმელის დუბლით პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო.

85-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა სტუმრებმაც შეძლეს, რასაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პაიემ უპასუხა და 90+2 წუთზე გატანილი გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიშს წერტილი დაესვა.

გუნდები საპასუხო შეხვედრას 24 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათიდან გამართავენ.

 

ქართველი მეკარე ყარაბაღს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა.2016 წლის ზამთარში ლუკა გუგეშაშვილი დინამო თბილისიდან პოლონურ იაგიელონიაში გადავიდა და მას შემდეგ პოლონური კლუბის საკუთრება იყო. 22 წლის მეკარეს იაგიელონიადან იჯარით ესპანური გრანადას სარეზერვო გუნდსა და გორის დილაში უთამაშია.

გასულ წელს ლუკა გუგეშაშვილი ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მაისური და კაპიტნის სამკლავური მისახსოვრა
,,მაისური და კაპიტნის სამკლავური მისახსოვრა" - ტორპედოში 12-ნომრიანი მაისური უქმდება