ცვლილებები ფორმულა 1-ში - მაიკლ მასიმ სარბოლო დირექტორის პოსტი დატოვა
Aa
Aa

ცვლილებები ფორმულა 1-ში - მაიკლ მასიმ სარბოლო დირექტორის პოსტი დატოვა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია FIA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ფორმულა 1-ის სარბოლო დირექტორმა, მაიკლ მასიმ პოსტი დატოვა. აბუ დაბის გრან პრის შემდეგ, მერსედესის საჯინიბომ მასის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სასტიკად გააკრიტიკა და პროტესტი რამდენჯერმე გამოხატა. ფორმულა 1-ის ქომაგთა აზრით, მასიმ უამრავი წესი დაარღვია, ჩემპიონის ვინაობაზე გავლენა მოახდინა და მისი გადადგომა სავსებით ლოგიკურია.

„პირველ რიგში, ფორმულა 1-ში შეიქმნება რბოლის ვირტუალური კონტროლის ოთახი. ეს თითქმის იგივეა, რაც ფეხბურთში VAR გახლავთ. იგი რეალურ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სარბოლო დირექტორს სპორტული რეგულაციების მიღებაში დაეხმარება.

მეორე - რბოლების დროს გამართული რადიოსაუბრები პირდაპირ ეთერში აღარ გადაიცემა, რადგან სარბოლო დირექტორის წნეხისგან დაცვა მოხდეს. მესამე - სეზონის დაწყებამდე უსაფრთხოების მანქანასთან და წრეზე ჩამორჩენილ ბოლიდებთან დაკავშირებით, წესები გადაიხედება“, - განაცხადა FIA-ს დირექტორმა, მოჰამედ ბენ სულაიემმა.

ცნობისთვის, სარბოლო დირექტორის ფუნქციებს ორი სპეციალისტი, ნილს ვიტიხი და ედუარდო ფრეიტასი მონაცვლეობით შეითავსებენ. მათ ჰერბი ბლეში დაეხმარება, რომელიც სამუდამო მრჩევლის სტატუსს მოირგებს. მასის რაც შეეხება, იგი FIA-ში სხვა პოსტს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბედნიერი ვარ, გამოსვლა დედას მივუძღვენი
„ბედნიერი ვარ, გამოსვლა დედას მივუძღვენი" - გუბანოვა საკუთარ ასპარეზობაზე