NFL-მა აუკრძალა მაგრამ მაინც გააკეთა- ემინემის ჟესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
Aa
Aa

NFL-მა აუკრძალა მაგრამ მაინც გააკეთა- ემინემის ჟესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

NFL-ის 56-ე სუპერბოულის შესვენებაზე ტრადიციული შოუ გაიმართა, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მაყურებლების წინაშე სნუპ დოგი, 50 Cent, დოქტორ დრე, მერი ჯეი ბლაიჯი, კენდრიკ ლამარი და ემინემი წარდგნენ, ამ უკანასკნელის ჟესტი კი რამდენიმე საათია ამერიკული პრესის მთავარი სასაუბრო თემაა.

თავისი ცნობილი სიმღერის, Lose Yourself-ის შესრულების შემდეგ, ემინემმა მუხლი მოიდრიკა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ჟესტი პირველად „სან ფრანცისკო ფორთი ნაინერსის“ ყოფილმა მოთამაშემ, კოლინ კიპერნიკმა გამოიყენა და დღესდღეობით, რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლო გახლავთ.

ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, ემინემს სურდა, რომ საკუთარი გამოსვლისას მუხლი მოედრიკა, მაგრამ NFL-ისგან უარი მიიღო. აკრძალვის მიუხედავად, ცნობილმა რეპერმა უკან არ დაიხია და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. საინტერესოა, რომ ემინემის ჟესტის შემდეგ, საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი. უმრავლესობის აზრით, ეს ემინემის მხრიდან სოლიდარობის გამომხატველი ქმედება იყო, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ შოუს ნაწილი გახლდათ და არანაირი სოციალური დატვირთვა არ ჰქონია.

ემინემს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია და უცხოურ პრესაში მხოლოდ სავარაუდო ვარიანტებზე მსჯელობენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისეთი ცნობილი გამოცემების მიხედვით, როგორებიც Buzzfeed, New York Post, Yahoo Sports და ESPN არიან, ემინემმა მუხლი განზრახ მოიდრიკა და მის ქმედებას უდიდესი სოციალური დატვირთვა ჰქონდა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ჩატენვები, სასტარტო და 19 წუთი - ინდიანამ ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო
გოგას ჩატენვები, სასტარტო და 19 წუთი - ინდიანამ ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო