,,კეინს ჰკითხეთ და იმედგაცრუებაზე ისიც მოგიყვებათ
Aa
Aa

,,კეინს ჰკითხეთ და იმედგაცრუებაზე ისიც მოგიყვებათ" - ევერტონს ხვიჩა ნამდვილად სურდა

რუბინის სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუბინის ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ყაზანელთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ინტერვიუ Sport24-ს მისცა და განაცხადა, რომ კლუბს ქართველი ლეგიონერის თაობაზე რეალური წინადადება არ მიუღია.

თავად, 21 წლის მარცხენა გარემარბმა კი ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, რომ ყველაზე ახლოს იუვენტუსში გადასვლასთან იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელის შესახებ ბევრი დაიწერა, მათ შორის, ინგლისში, სადაც ევერტონის რეალური ინტერესი დაადასტურეს:

ყაზანის რუბინის სპორტულ დირექტორს შეუძლია გაიგოს, რატომ იყო ხვიჩა კვარაცხელია იმედგაცრუებული ტოტენჰემთან და ლიდსთან ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ. ზაფხულში ყველა ფეხბურთელს აქვს მოლოდინი, რამაც შესაძლოა, მათზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. ამის შესახებ ჰარი კეინს ჰკითხეთ, - წერს HITC.

მარსელ ბრენდსმა, რომელიც ევერტონის ყოფილი ტექნიკური დირექტორი გახლდათ, დაადასტურა, რომ კლუბს ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ნამდვილად გააჩნდა, თუმცა მას შემდეგ, როდესაც აგვისტოში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ხვიჩას რუბინში დარჩენა მოუწია, ეს კი საოცნებო ტრანსფერის ჩავარდნას ნიშნავდა.

დეკემბერში კვლავ დაიწერა, რომ კვარაცხელიათი ევერტონი და საუთჰემპტონი ინტერესდებოდნენ, თუმცა 2 თვის შემდეგ, ის კვლავ რუსეთში თამაშობს. ხვიჩა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი იყო და მას ფორმის დაბრუნება სჭირება იმისთვის, რომ რუბინის ფეხბურთელი 2023 წელსაც არ იყოს.

59 წლის მარსელ ბრენდსმა ევერტონი გასული წლის დეკემბერში დატოვა, ხვიჩამ კი რუბინის რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

ყაზანელები ამჟამად თურქეთში იმყოფებიან, სადაც მეორე შეკრებას გადიან და ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ. გუნდთან ერთადაა ხვიჩა კვარაცხელიაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინელი სპეციალისტი: ,,უკრაინის ნაკრებმა წიტაიშვილის სახით ბევრი დაკარგა
უკრაინელი სპეციალისტი: ,,უკრაინის ნაკრებმა წიტაიშვილის სახით ბევრი დაკარგა"